ფასები
ჩვენი ფასები
თარგმანის ფასი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის სათარგმნი მასალის თემატიკაზე, ტექსტში გამოყენებული ტერმინოლოგიის სირთულესა და სიუხვეზე, ასევე რომელ ენაზე ითარგმნება ტექსტი, რა ვადებში უნდა შესრულდეს დაკვეთა, საჭიროა თუ არა ნოტარიული დამოწმება, ამას შეიძლება დაემატოს ადგილზე მიტანის სერვისი და სხვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ გთავაზობთ ყოველთვის ყველაზე სამართლიან ფასებს!
-
თუ გსურთ ფასის დაზუსტება, მოგვაწოდეთ სათარგმნი მასალა ადგილზე ან დისტანციურად, ჩვენი მენეჯერები შეისწავლიან მას - დაადგენენ დოკუმენტის თემატიკასა და სირთულეს, დათვლიან გვერდებს საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით და შემოგთავაზებენ თარგმანის შესაძლო მინიმალურ ფასს!
-
ჩვენ ასევე გთავაზობთ დოკუმენტების თარგმნას სახლიდან გაუსვლელად, ჩვენი კურიერი ადგილზე მოგიტანთ ნათარგმნ მასალას იმავე დღეს!
-
მიიღეთ საუკეთესო მომსახურეობა მისაღებ ფასებში. ჩვენთვის თითოეული დამკვეთი პრიორიტეტია!
"შაბლონური დოკუმენტი"
პასპორტი, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და სხვა
სტანდარტული დოკუმენტი
სანოტარო აქტები, კონტრაქტები, ჩვეულებრივი - საშუალო სირთულის ტექსტები და სხვა
რთული სათარგმნი მასალა
ტექნიკური, სამედიცინო და სხვა მსგავსი თემატიკის, ან ისეთი რთული და სპეციფიკური ტერმინოლოგიის შემცველი სათარგმნი მასალა, რომლის თარგმნაც მოითხოვს განსაკუთრებით მეტ დროს
სინქრონული და თანმიმდევრული თარგმანი
კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების და მსგავსი შეხვედრების ზეპირი თარგმანი, ასევე პირადი თარჯიმნის მომსახურეობა.
სხვისი ნათარგმნი ტექსტის კორექტირება და დამოწმება
თუ თქვენ უკვე გაქვთ ორიგინალი დოკუმენტის ნათარგმნი ვერსია და გსურთ მისი სისწორის გადამოწმება ან/და ნოტარიულად დამოწმება, ჩვენი თარჯიმანი შეადარებს ორიგინალ და ნათარგმნ ტექსტებს, საჭიროების შემთხვევაში შეიტანს შესწორებებს და დაგიმოწმებთ ნოტარიულად
მიტანის სერვისი
3 გვერდამდე დოკუმეტაციის ადგილზე მიტანა ჯდება 10₾, ხოლო 4 და მეტი გვერდის შემთხვევაში თბილისის მაშტაბით მიტანა უფასოა.
ნოტარიული დამოწმება
ნოტარიუსები თარგმნის დამოწმების ღირებულებას ითვლიან ოფიციალურად დადგენილი ფორმულის მიხედვით. ფასი დამოკიდებულია დასამოწმებელი დოკუმენტის გვერდების რაოდენობაზე და რაც მეტია გვერდების რაოდენობა, მით უფრო იკლებს ცალკეული გვერდის დამოწმების ფასი. ამ ფორმულის მიხედვით ფასები მერყეობს 3₾-მდე 7₾-მდე. გამონაკლისია ერთგვერდიანი დოკუმენტები, რომელიც 12₾ ჯდება.
სათარგმნი მასალის შეფასება
მოგვაწოდეთ დოკუმენტები ადგილზე ან დისტანციურად, ჩვენი მენეჯერები დათვლიან გვერდებს საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, დაადგენენ სათარგმნი მასალის თემატიკასა და სირთლეს, ასევე შემოგთავაზებენ თარგმანის შესაძლო მინიმალურ ფასს